უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევის - უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოში უმაღლესი აკადემიური განათლების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) გავლენის ეფექტი სამუშაო ძალის ფორმირებაზე. კვლევის მიზანია უმაღლესი განათლებისა და სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური ფაქტორების გავლენის შეფასება დასაქმებასა და შემოსავლებზე, ისევე როგორც უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების მიმართების (განათლების უკუგების მაჩვნებლის) დაანგარიშება.
კვლევის ფარგლებში, ასევე, გვაინტერესებდა დასაქმება და შემოსავლები  უმაღლესი აკადემიური განათლების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. ამ კომპონენტში კვლევის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელმაც უმაღლესი სასწავლებელში რეფორმების პერიოდში, ანუ 2004 წლიდან სწავლობდა.

უმაღლესი განათლების ეკონომიკური სარგებლის სრულფასოვანი ანალიზი შეუძლებელია სხვადასხვა სოციალური ფაქტორებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, ეს კვლევა,  უმაღლესი განათლების არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის, არამედ სოციალური ეფექტის ანალიზსაც გულისხმობს. კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებდა, ასრულებს თუ არა განათლება საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობის გამოთანაბრების ფუნქციას?

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | Grocery Coupons