პროექტები

შედარებით ადრეული პროექტების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ გვერდის ინგლისურ ვერსიაში

__________________________________________________________________________________________________________________________________________________ 

მონაწილეობა პროექტში - ზოგადი განათლების დაფინანსების ანალიზი საქართველოში. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: EFA 2015, დონორი: EFA

კოალიციაგანათლება ყველასათვის-საქართველომ”, რომლის აქტიური წევრია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, წამოიწყო კამპანიააირჩიე განათლება”, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მხრიდან განათლების პრიორიტეტულობის აღიარებას. კამპანიის ფარგლებში დამუშავდა სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვა. ბროშურის სახით გამოიცაზოგადი განათლების დაფინანსება საქართველოში”. (იხილეთ ბმული)


__________________________________________________________________________________________________________________________________________________ 

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის პო­ლი­ტი­კა გა­ნათ­ლე­ბა­ში. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: EFA, 2015, დონორი: EFA


კოალიციაგანათლება ყველასათვის-საქართველომ, რომლის აქტიური წევრია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, კამპანიააირჩიე განათლებაფარგლებში გაანალიზა დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულში)


 __________________________________________________________________________________________________________________________________________________

კვლევა "სამეურვეო საბჭოები საქართველოში". 2014, დონორი: EFA


განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა კოალიციის “განათლება ყველასათვის-საქართველო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში განახორციელა საქრთველოში სამეურვეო საბჭოების შესახებ კვლევა


__________________________________________________________________________________________________________________________________________________

კვლევა უმაღლესი განათლების გავლენის შესახებ სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში

2012 წლის ოქტომბრიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში, შეისწავლის უმაღლესი განათლების გავლენას სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია, გააფართოვოს არსებული ცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ტენდენციების ურთიერთკავშირის შესახებ უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმის კონტექსტში და შეიმუშავოს რეკომენდაციები უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდისათვის.
ინფორმაცია პროექტის შესახებ

__________________________________________________________________________________________________________________________________________________

თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით სფეროში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მობილიზების და ინფორმირებულობის მექანიზმების ჩამოყალიბებას და შემუშავებული მექანიზმების პრაქტიკული მდგრადობის უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში და იგი ითვალისწინებს შერჩეული რეგიონების 10 სკოლის სამეურვეო საბჭოების, როგორც თემის შემკავშირებელი რგოლის როლის გაზრდას ადგილობრივი თემების მობილიზებაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისათვის. აგრეთვე, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების ფორმატის ჩამოყალიბებას. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში. პროექტის განხორციელების პერიოდია 2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს და შედეგების შეფასებას. კვლევის შედეგად შემუშავდება რეპეტიტორობის პრაქტიკის რეგულირებისათვის საჭირო რეკომენდაციები. პროექტს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეგმენტის ინსტიტუტი. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011 წლის ივლისი-დეკემბერი

__________________________________________________________________________________________________________________________________________________

ხელმისაწვდომობა და თანაბარუფლებიანობა საქართველოს განათლების სისტემაში

პროექტის მიზანია შეისწავლოს თუ რამდენად უწყობს ხელს მიმდინარე რეფორმები განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას ადგილნაცვალი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის, თუ რა მოცულობით ითვალისწინებს წარმოებული პოლიტიკა არსებულ რეალობებს პრაქტიკაში და რა მოთხოვნილებების უზრუნველყოფაა საჭირო ახლო და საშუალო პერიოდის პერსპექტივებში. პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011 წლის ივლისი-დეკემბერი.
ინფორმაცია პროექტის შესახებ

__________________________________________________________________________________________________________________________________________________

კერძო რეპეტიტორობის ფენომენი (ფაზა 2)

პროექტის აღწერა: პროექტი ეყრდნობა წინა პროექტის “კერძო რეპეტიტორობის მონიტორინგი” შედეგებს და გვთავაზობს შემდგომ პლათფორმას ფენომენის კიდევ უფრო ღრმად გააზრებისათვის, ალტერნატიული პოლიტიკის გამომუშავებისა და აქტიური ადვოკატირებისათვის. კვლევის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციების დაფიქსირებაზე კერძო რეპეტიტორობის საკითხთან დაკავშირებით და ამ მხარეებთან თანამშრომლობით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაზე ფენომენის რეგულირებისათვის. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2009-2010 წწ.
ანგარიში (ქართ.)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია განათლებაში ახალი გამოწვევების ფონზე .

პროექტის მიზნებია: ნაციონალური ფორუმის ორგანიზება სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით და განათლებაში ახალი გამოწვევების განხილვა. ასევე, ინსტიტუტის მიერ განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა; ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია და ამ მიზნით არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართვა განათლების რეფორმის შუალედური შედეგების განხილვაში. პროექტს აფინანსებს განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელი და მისი განხორციელების პერიოდია 2011 წლის თებერვალ- მაისი.
საბოლოო ანგარიში (ინგლ.)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

საგამოცდო ცენტრების შედარებითი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთისათვის

პროექტის მიზანია იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ხელს უშლიან, ან აფერხებენ ნაციონალური საგამოცდო ცენტრების მიერ მათთვის დასახული სამი ძირითადი მიზნის განხორციელებას. ეს სამი ძირითადი მიზანია: 1) მოსწავლეთა შეფასების ტრანსფარენტული და სამართლიანი სისტემის ინსტიტუციონალიზაცია; 2) შეფასების სისტემის გამოყენება სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; 3) თანასწორუფლებიანობის მიღწევა. პროექტი ითვალისწინებს რეგიონში ანალოგიური სტრუქტურების განვითარების გამოცდილების გაზიარებას და ოთხი ქვეყნის მაგალითზე (აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი) შესაბამისი ინფორმაციისა და აკუმულირებული გამოცდილების გამოყენებას ტაჯიკეთის ნაციონალური საგამოცდო ცენტრის დაფუძნებისათვის. პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2010 წლის აპრილი- სექტემბერი.
პროექტის ანგარიში (ინგლ.)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

განათლების სფეროში მშობელთა არაფორმალური გადასახადების კვლევა

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს განათლების სფეროში მშობელთა არაფორმალურ გადასახადების კვლევას. კვლევა ყურადღებას ამახვილებს არაფორმალური გადასახადების ინტენსივობასა და სტრუქტურაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - კერძო შენატანის საჭიროებებსა და ფორმებზე; კერძო დაფინანსების წილზე განათლებაში; ფინანსური შემოწირულობების ადმინისტრირებისა და აღრიცხვის საკითხებზე. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2007-2009 წწ.
სტატია (ქართ.)
პროექტის ანგარიში (ინგ.)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

დევნილთა ინტეგრაცია განათლების სფეროში

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა სკოლების წარმომადგენელთა ჩართვას დევნილთა პრობლემების მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის განათლების კომპონენტის სამოქმედო გეგმის/პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში. დონორი: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში. განხორციელების პერიოდი: 2007-2008 წწ.
პროექტის აღწერა
პროექტის ანგარიში (ინგ.)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

სკოლების მართვის დეცენტრალიზაციის ხარისხის კვლევა

პროექტის აღწერა: კვლევის ძირითადი მიზანი იყო დეცენტრალიზაციის (სკოლების ავტონომიურობა, მართვა და რესურსცენტრები) რეფორმის მიმდინარეობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება. დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განხორციელების პერიოდი: 2008 წლის ივნისი-ნოემბერი.
კვლევის ანგარიში (ქართ.)

__________________________________________________________________________________________________________________________________________________

უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგების კვლევა

პროექტის აღწერა: კვლევის ძირითადი მიზანი იყო ბოლონიის პროცესში არსებული ინდიკატორების შესაბამისად (Bologna Process Template for National Reports, 2008; Stocktaking Report) ინსტიტუციურ დონეზე უმაღლესი განათლების რეფორმის ეფექტურობის დონის განსაზღვრა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განხორციელების პერიოდი: 2008 წლის ოქტომბერი-დეკემბერი.
კვლევის ანგარიში  - ქართულად, ინგლისურად.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მასწავლებელთა ინფორმირებულობისა და განწყობა-დამოკიდებულობის კვლევა

პროექტის აღწერა: კვლევის ძირითადი მიზანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ინფორმირებულობisa და განწყობა-დამოკიდებულებis შეისწავლა. დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. განხორციელების პერიოდი: 2009 წლის მაისი-აგვისტო.
კვლევის ანგარიში  - ქართულად, ინგლისურად.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

ტრენინგ კურსები და კონსულტაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციონალურ მენეჯმენტში

ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს ტრენინგ კურსებისა და კონსულტაციების ჩატარებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისათვის შემდეგ მოდულებში: “ECTS – კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემა”; “ხარისხის უზრუნველყოფის (QA) სისტემა”; “კურიკულუმის შემუშავება”; “ინსტიტუციური და აკადემიური კადრების მენეჯმენტი”; “უწყვეტი განათლება უნივერსიტეტში (UCE) – მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის (LLL) კონტექსტში”; “პროექტების შემუშავება”; “ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპები”; “როგორ დავწეროთ სილაბუსი”.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

“განათლების რეფორმის ეფექტურობის გაზრდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თვითმმართველობის მექანიზმების დამკვიდრების გზით”

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანი იყო, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დონეზე ინსტიტუციური მენეჯმენტის ხარისხიანი სისტემის დამკვიდრება, რაც ითვალისწინებდა სკოლის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოების წევრებისათვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას მონაწილეობით დაგეგმვაში, გადაწყვეტილებების მიღების ტრანსფარენტულობასა და ანგარიშვალდებულებებში, ასევე ბიუჯეტირების თანამედროვე პროცესებში. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2005-2008 წწ.
კვლევის ანგარიში  - ქართულად, ინგლისურად.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

კერძო რეპეტიტორობის მონიტორინგი


ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და განათლების მხარდამჭერი პროგრამის ფინანსური ხელშეწყობით ინსტიტუტმა განახორციელა კერძო რეპეტიტორობის დინამიკის შესწავლა საქართველოში. შესწავლილი იქნა კერძო მომზადების სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები, გაანალიზდა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ და განაპირობებენ მოთხოვნას კერძო რეპეტიტორობაზე. საქართველოს ანგარიში ჩართული იქნა საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელშიც პოსტ-საბჭოთა სივრცის 9 ქვეყანა მონაწილეობს. სინთეზური ანგარიში და ქვეყნის ანგარიში გადაითარგმნა ქართულ ენაზე. განხორციელების პერიოდი: 2004-2005 წწ.
კვლევის ანგარიში (ქართ.)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________

ინკლუზიური განათლების პროექტი

პროექტის აღწერა: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ინსტიტუტმა განახორციელა ინკლუზიური განათლების საპილოტო პროექტის მენეჯმენტი. პროექტს აფინანსებდა ნორვეგიის მთავრობა. პროექტი გულისხმობდა ინკლუზიური განათლების მოდელის ტესტირებას 10 საპილოტო სკოლაში. პროექტის ფარგლებში ინსტიტუტმა განახორციელა ინკლუზიური განთლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა 10 საპილოტო სკოლაში. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2005-2008 წწ.
კვლევის ანგარიში (ქართულად)

__________________________________________________________________________________________________________________________________________________

შედარებით ადრეული პროექტების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ გვერდის ინგლისურ ვერსიაში

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | Grocery Coupons