სამეურვეო საბჭოები საქართველოში

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" ფარგლებში განახორციელა კვლევა, რომლის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა:
  • საქართველოში სკოლის დონეზე მართვის მოდელის და, კერძოდ, სამეურვეო საბჭოების ეფექტური ფუნქციონირების პროცედურული და სისტემური ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების  იდენტიფიკაცია; 
  • რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო პოლიტიკისთვის, სამეურვეო საბჭოს, როგორც სკოლის ბაზაზე მართვის მოდელის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ეფექტურობის გაზრდისთვის. 


დამატებითი ინფორმაცია კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.efageorgia.ge

დასაქმებული სტუდენტების ხელშეწყობის პოლიტიკა

ინსტიტუტმა დაასრულა კვლევა დასაქმებული სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხარისხთან დაკავშირებით. პროექტი დააფინანსა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა. კვლევის ანგარიშები იხილეთ ბმულში

პოლიტიკის ანალიზი პედაგოგებთან მიმართებაში

ინსტიტუტმა განახორციელა საქართველოში პედაგოგებთან დაკავშირებული პოლიტიკის ანალიზი.  კვლევის ანგარიში მომზადდა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობდა განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის (NEPC) ეგიდით და ითვალისწინებდა შედარებითი ანალიზის განხორციელებას ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა, ცენტრალურ აზიასა და მონღოლეთში.

საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კვლევის დიაგნოსტიკური ანალიზი

პროექტისუმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბებაფარგლებში ინსტიტუტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კვლევის დიაგნოსტიკური ანალიზი ხუთი სტრატეგიული მიმართულების მიხედვით.

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში

2013 წლის ივნისიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) ახორციელებს პროექტს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში: რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლათფორმის ჩამოყალიბება ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირების და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. პროექტის ინიცირებასა და განხორციელებაში ჩართულნი არიან:
·         სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS);
·         TEMPUS ეროვნული ოფისი;
·         საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE);
·         ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის რეგიონული პროგრამა.
აღნიშნული ორგანიზაციები ერთიანდებიან პროექტის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.

პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ”ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.” 

უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევის - უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოში უმაღლესი აკადემიური განათლების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) გავლენის ეფექტი სამუშაო ძალის ფორმირებაზე. კვლევის მიზანია უმაღლესი განათლებისა და სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური ფაქტორების გავლენის შეფასება დასაქმებასა და შემოსავლებზე, ისევე როგორც უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების მიმართების (განათლების უკუგების მაჩვნებლის) დაანგარიშება.
კვლევის ფარგლებში, ასევე, გვაინტერესებდა დასაქმება და შემოსავლები  უმაღლესი აკადემიური განათლების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. ამ კომპონენტში კვლევის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელმაც უმაღლესი სასწავლებელში რეფორმების პერიოდში, ანუ 2004 წლიდან სწავლობდა.

უმაღლესი განათლების ეკონომიკური სარგებლის სრულფასოვანი ანალიზი შეუძლებელია სხვადასხვა სოციალური ფაქტორებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, ეს კვლევა,  უმაღლესი განათლების არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის, არამედ სოციალური ეფექტის ანალიზსაც გულისხმობს. კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებდა, ასრულებს თუ არა განათლება საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობის გამოთანაბრების ფუნქციას?

პროექტის ფინალური კონფერენცია

2012 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ხაშურში ჩატარდა პროექტის თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ ინსტიტუტის, მონაწილე სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციამ შეაჯამა პროექტის მიღწეული შედეგები და განიხილა ამ შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები. პროექტი განხორციელდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის (MATRA) ფინანსური მხარდაჭერით.


















უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში


2012 წლის ოქტომბრიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში, შეისწავლის უმაღლესი განათლების გავლენას სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში.

პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის მზაობის ხარისხის შესწავლა


განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით პროექტის „ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში“ ფარგლებში განახორციელა კვლევა პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის მზაობის ხარისხის დასადგენად.  ანგარიში

განათლების ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესწავლა საქართველოში.


განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსებით, განახორციელა განათლების ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესწავლა საქართველოში.

პროექტის „კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია

2012 წლის 26 იანვარს გაიმართა პროექტის „კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. პროექტი განახორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის ანგარიში 







ინსტიტუტმა შეისწავლა კერძო რეპეტიტორობის ფენომენი საქართველოში


განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი. კვლევის შედეგები წარმოდგენილია კვლევის ანგარიშის სახით.

ინსტიტუტმა განახორციელა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა


ინსტიტუტმა განახორციელა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა. მდგრადი განვითარების თემის ასახვის მოცულობის დადგენის მიზნით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები არსებულ სასწავლო გეგმაში მდგრადი განვითარების საკითხების კიდევ უფრო აქტიური დანერგვისათვის. კვლევა აგრეთვე მიმოიხილავს მდგრადი განვითარების შინაარს საგნობრივ სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში, რათა უფრო ზუსტი მონაცემები გვქონდეს თუ როგორ მიეწოდება ეროვნული გეგმის ელემენტები მოსწავლეებს. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტში ადვოკატირების კამპანიის 

ტრენინგები ადვოკარირების კამპანიის წარმოებასა და ფონდების მოძიებაში

მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში პროექტის თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ ფარგლებში მონაწილე სკოლების სამეურვეო საბჭოებს ჩაუტარდებათ ტრეინინგების მომდევნო სერია, რომელიც მოიცავს ადვოკატირების კამპანიის წარმოების და ფონდების მოძიების მოდულებს.

განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში

2011 წლის 1 ივლისიდან განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსებით, იწყებს პროექტის განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში განხორციელებას.

საზაფხულო სკოლა

summerschool_logo_1

2011 წლის 4-8 ივლისს მაკედონიაში ტარდება განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის (NEPC) მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა თემაზე: “სკოლების მართვა: დეცენტრალიზაციის, ავტონომიურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოწვევები”. მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სკოლებში ტარდება ტრეინინგი “თემის მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების ირგვლივ”

პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ ფარგლებში, 23 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით სკოლებში ტარდება ტრეინინგი “თემის მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების ირგვლივ”. პარალელურად, 6 ივნისიდან სკოლებს ჩაუტარდებათ მომდევნო ტრეინინგი “ბუნების დაცვის საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზები”.

პროექტის ფარგლებში, აპრილის განმავლობაში ჩატარდა ვორქშოპები აღმოსავლეთ საქართველოს მონაწილე სკოლებში

11111 პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ ფარგლებში, აპრილის განმავლობაში ჩატარდა ვორქშოპები აღმოსავლეთ საქართველოს მონაწილე სკოლებში, სადაც სკოლების სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლები და ადმინისტრაცია გაეცნო პროექტის დეტალურ აღწერას და ჩაუტარდათ ტრეინინგები ქსელურ მუშაობაში. მაისის დასაწყისში იგივე ღონისძიება განხორციელდა დასავლეთ საქართველოს მონაწილე სკოლებშიც.

P4190034 P4190036

P4140457 P4140453

P4150001 P4150003

პროექტის საკონსულტაციო საბჭომ მონაწილე 10 სკოლა შეარჩია

პროექტში „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ მონაწილეობის მისაღებად, პროექტის საკონსულტაციო საბჭოს მიერ, საქართველოს მასშტაბით შეირჩა 10 სკოლა. შერჩეული სკოლების პროექტში მონაწილეობის აღწერა მოცემულია პროექტის საინფორმაციო დოკუმენტში. სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულში

დაფუძნდა პროექტის საკოორდინაციო საბჭო

პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ ფარგლებში, კოორდირნირებული მართვის მიზნით, ჩამოყალიბდა პროექტის საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შედიან განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტროს, ნიდერლანდების საელჩოს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრის და გაზეთ „24 საათი“-ს წარმომადგენლები.

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | Grocery Coupons