საზაფხულო სკოლა

summerschool_logo_1

2011 წლის 4-8 ივლისს მაკედონიაში ტარდება განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის (NEPC) მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა თემაზე: “სკოლების მართვა: დეცენტრალიზაციის, ავტონომიურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოწვევები”. მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სკოლებში ტარდება ტრეინინგი “თემის მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების ირგვლივ”

პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ ფარგლებში, 23 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით სკოლებში ტარდება ტრეინინგი “თემის მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების ირგვლივ”. პარალელურად, 6 ივნისიდან სკოლებს ჩაუტარდებათ მომდევნო ტრეინინგი “ბუნების დაცვის საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზები”.

პროექტის ფარგლებში, აპრილის განმავლობაში ჩატარდა ვორქშოპები აღმოსავლეთ საქართველოს მონაწილე სკოლებში

11111 პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ ფარგლებში, აპრილის განმავლობაში ჩატარდა ვორქშოპები აღმოსავლეთ საქართველოს მონაწილე სკოლებში, სადაც სკოლების სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლები და ადმინისტრაცია გაეცნო პროექტის დეტალურ აღწერას და ჩაუტარდათ ტრეინინგები ქსელურ მუშაობაში. მაისის დასაწყისში იგივე ღონისძიება განხორციელდა დასავლეთ საქართველოს მონაწილე სკოლებშიც.

P4190034 P4190036

P4140457 P4140453

P4150001 P4150003

პროექტის საკონსულტაციო საბჭომ მონაწილე 10 სკოლა შეარჩია

პროექტში „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ მონაწილეობის მისაღებად, პროექტის საკონსულტაციო საბჭოს მიერ, საქართველოს მასშტაბით შეირჩა 10 სკოლა. შერჩეული სკოლების პროექტში მონაწილეობის აღწერა მოცემულია პროექტის საინფორმაციო დოკუმენტში. სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულში

დაფუძნდა პროექტის საკოორდინაციო საბჭო

პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ ფარგლებში, კოორდირნირებული მართვის მიზნით, ჩამოყალიბდა პროექტის საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შედიან განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტროს, ნიდერლანდების საელჩოს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრის და გაზეთ „24 საათი“-ს წარმომადგენლები.

თემის მობილიზაციის პროექტის განხორციელება იწყება



განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით 2010 წლის 1 ნოემბრიდან იწყებს პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“ განხორციელებას. ვრცლად ინფორმაცია პროექტის შესახებ მოცემულია ბმულში.

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | Grocery Coupons